15 ნოემბერი 2024,   14:07
ვრცლად
უკრაინამ Georgian Airways-ს სანქციები დაუწესა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა 190-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და 290-ზე მეტ კომპანიას სანქციები დაუწესა.

დასანქცირებულ პირებს შორის მოხვდა რუსეთის 189 მოქალაქე, ორი ბელარუსი და ერთი ქართველი, ავიაკომპანია Georgian Airways-ის ხელმძღვანელი თამაზ გაიაშვილი.

სანქციები დაუწესდა რუსულ კომპანიებს, ასევე რამდენიმე ბელარუსულ კომპანიას და Georgian Airways-ს. სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას, სავაჭრო ოპერაციების შეწყვეტას, უკრაინის ტერიტორიაზე ფრენის აკრძალვას, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შეჩერებას, ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმებას.

დღის ამბები