საქართველოს პრეზიდენტი ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს, ბოლო პერიოდში განხორციელებულ ძალადობის ფაქტებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის ყველანაირ ძალადობას ემიჯნება.
პრეზიდენტის თქმით, ეს არ არის ქართული კულტურის ნაწილი.
"ყოველგვარი ძალადობა არის სრულიად მიუღებელი, როცა ქვეყანას გააჩნია ევროპული წარსული, ტოლერანტობის თავის უძველესი ტრადიცია და ევროპული მომავალი, რისიც მჯერა და ამაში ვერავინ, ვერანაირ ეჭვს ვერ შეიტანს. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენთვის გლობალურად უკადრისი საქციელი. არ შეიძლება ამ ფორმით გავუსწორდეთ ერთმანეთს, არ შეიძლება ერთიმეორეს აუტანლობა, არ შეიძლება ვერ მოისმინო სხვისი კრიტიკა, ზოგჯერ მძაფრი, ზოგჯერ გაუმართლებელი, ზოგჯერ უხეში, მაგრამ მოსმენა ყოველთვის შეიძლება, ან გატარება. ეს არის გამოწვევა ჩვენი ქართველობის, ძალადობა არის პირველი ნიშანი შიშის და სისუსტის," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.