სანქციების საკითხებზე მომუშავე დელეგაციის წევრთა განცხადებები მიუთითებს და აჩვენებს იმ ძალისხმევას, რაც ხორციელდება საქონლის მონიტორინგზე და ყურადღების მიქცევაზე, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, ვიზიტის განმავლობაში მათ მადლობა გადაუხადეს საქართველოს ხელისუფლებას კარგი თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით საბაჟო, შემოსავლების სამსახურს, სასაზღვრო პოლიციას.
"ამ უწყებებთან ჩვენ ათობით წლის თანამშრომლობა გვაკავშირებს, იმისთვის, რომ მათ ეფექტურად იმუშაონ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგანაც საქართველო არის რუსეთის მეზობელი ქვეყანა და შესაბამისად, დიდი რაოდენობის საქონელი გადაიზიდება საზღვარზე. ისიც გასაგებია, რომ რუსეთი ცდილობს, გარკვეული ზეწოლა მოახდინოს ისეთ პოზიციაში მყოფ ქვეყნებზე, როგორიც საქართველოა და გამოიყენოს ეს შანსი სანქციების თავიდან არიდებისთვის, სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მონიტორინგი, ყურადღების მიქცევა ამ მიმართულებით გაგრძელდეს, რათა არიდებული იქნას ნებისმიერი ისეთი ტიპის საქონლის გასვლა რუსეთში, რასაც რუსეთი გამოიყენებს თავისი აგრესიული ომისთვის უკრაინის წინააღმდეგ. ვიზიტის განმავლობაში, სანქციების კოორდინატორებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს ხელისუფლებას,"-განაცხდა კელი დეგნანმა.