07 ოქტომბერი 2024,   06:14
ვრცლად
რუსული საოკუპაციო ძალები, კიევის ოლქს ღამით დრონებით თავს დაესხნენ - თავდასხმები უკრაინის სხვა რეგიონებშიც განხორციელდა

რუსული საოკუპაციო ძალები, კიევის ოლქს ღამით დრონებით თავს დაესხნენ. დაზიანდა რამდენიმე სახლი და დაიჭრა ერთი ადგილობრივი.

დაიბომბა ხერსონისა და ხარკოვის ოლქები. არიან დაშავებულები, მათ შორის ბავშვი.

100-ზე მეტი აფეთქება დაფიქსირდა სუმის ოლქშიც. ერთი ადგილობრივი დაიღუპა და 3 დაშავდა თავდასხმების შედეგად დონეცკის ოლქში.

იერიშები განხორციელდა ქალაქ ნიკოპოლზეც. დაზიანებულია ადმინისტრაციული შენობა, ეკლესია და სახლები.

"ყველა, ვინც აგრესორს დაეხმარება, უკრაინისა და მსოფლიოს პასუხს მიიღებს" - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში, სანქციების ახალი პაკეტის შესახებ ისაუბრა.

"გამოქვეყნებულია უკრაინის სანქციების მორიგი პაკეტი, მათ წინააღმდეგ, ვინც რუსეთს ამ ტერორისტული ომის წარმოებაში ეხმარება. კერძოდ, სანქციები თითქმის 300 იურიდიული პირისა და თითქმის 200 ფიზიკური პირის წინააღმდეგ არის. ესენი მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები არ არიან. ყველა, ვინც მსოფლიოში აგრესორს დაეხმარება, უკრაინისა და მსოფლიოს პასუხს მიიღებს", - განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები