20 სექტემბერი 2024,   01:17
ვრცლად
მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ მსხალდიდში შიდა საუბნო გზების ასფალტ-ბეტონით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

მცხეთის მუნიციპალიტეტის, ლისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მსხალდიდში შიდა საუბნო გზების ასფალტ-ბეტონით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, გარკვეულ მონაკვეთზე, დაგეგმილია სანიაღვრე არხის მოწყობაც. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება, 600 000 ლარამდეა.

გარდა მსხალდიდისა, ამავე ადმინისტრაციულ ერთეულში, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება სოფელ წოდორეთშიც იგება.

დღის ამბები