15 ნოემბერი 2024,   14:30
ვრცლად
"რომელ ევროპულ ქვეყანაში ხდება, როდესაც არჩევნებს ატარებენ კანონიერი ქურდები"-ანა წითლიძე

პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრმა ანა წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მმართველ ძალას კითხვით მიმართა. წითლიძემ ხელისუფლებას ბრალი დასდო, რომ ქვეყანაში არჩევნებს ატარებენ "კანონიერი ქურდები".

"რომელ ევროპულ ქვეყანაში ხდება, როდესაც არჩევნებს ატარებენ კანონიერი ქურდები. რომელ ევროპულ ქვეყანაში ხდება, როდესაც ცესკო და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები დაკომპლექტებული გყავთ "ქართული ოცნების" ოჯახის წევრებით,"-აცხადებს ანა წითლიძე.

საპასუხოდ კი პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, ანა წითლიძეს განუცხადა, რომ მისი პარტიის მმართველობის პირობებში, საზოგადოებამ ტერმინი "ხაშურიზაცია" შემოიღო.

"დილიდან ხუმრობის ხასიათზეა ქალბატონი ანა. აბა, როგორ შეიძლება იმ პარტიის წარმომადგენელი იყო, რომლის დროსაც ტერმინი შემოიღო საქართველოს საზოგადოებამ "ხაშურიზაცია" . არა გაყალბებაზე, არა დაშინებაზე, პირდაპირ ნიღბიანები მიდიოდნენ და ყუთს იღებდნენ,"-აცხადებს ირაკლი ზარქუა.

დღის ამბები