"გირჩი - მეტი თავისუფლების" ერთ-ერთი ლიდერი, ცოტნე კობერიძე საკუთარ განცხადებას, მარტის აქციებთან დაკავშირებით, "კურიერთან" განმარტავს. ცოტნე კობერიძე აცხადებს, რომ საზოგადოების მღელვარება ოპოზიციამ სწორად არ გამოიყენა და უკან დაიხია.
"გაჩუმდე, გაიყურსო და მას ვინც დაისაჯა, მხარში არ ამოუდგე, ჩემთვის ეს არის პრობლემა. [ჩემი განცხადება] უფრო იყო მიმართული ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისადმი. მე ამ განცხადებით მივმართე ქართველ პოლიტიკოსებს, ჩვენც უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც ვლაპარაკობთ. მოქალაქეებს უნდა დავანახოთ ამათ [ქართულ ოცნებას] რით ვცვლით? რა გეგმა გვაქვს. წინ გვაქვს 1 წელი. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი გადავიდნენ ძალადობაზე, ამ ძალადობის ფონზე 1 წელი, რა კონფიგურაციით ვაპირებთ არჩევნებზე გასვლას. თუ ქუჩაშია გასასვლელი, ქუჩაში გახვიდე და იქიდანაც შეავიწროო "ქართული ოცნება", დისკომფორტი უნდა შეუქმნა ხელისუფლებას, ყველა ინსტიტუციის გამოყენებით. თუ ხელისუფლება გადადის კონსტიტუციურ წესრიგს, მაშინ მოვალეობაა ის დაიცვა ყველანაირი გზით, მათ შორის, რაც ხელში მოგხვდება, ყველაფრით," - ამბობს კობერიძე.