15 ნოემბერი 2024,   14:19
ვრცლად
"სამართლიანი არჩევნების პირობებში აუცილებლად დაკარგავთ ხელისუფლებას"- თინათინ ბოკუჩავა ხელისუფლებას

პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის განცხადებით, ცესკოს ინსტიტუტის მიმართ ნდობა, არის სამართლიანი არჩევნების საფუძველი. 

როგორც თინათინ ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მთავრობას ესმის, რომ სამართლიანი არჩევნების პირობებში გამარჯვებას ვერ მოიპოვებს.  

"სწორედ საქართველოს ევროპული მომავლის მიზანმიმართული საბოტაჟია, მათ შორის ქვეყნის მთავარი საარჩევნო  ინსტიტუტის ხელში ჩაგდების მცდელობა, რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ.

ცესკო არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, რომლის მიმართ ნდობა არის საფუძველი სამართლიანი არჩევნების ჩატარების, მაგრამ გესმით, რომ სამართლიანი არჩევნების პირობებში  აუცილებლად დაკარგავთ ხელისუფლებას,"-აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.

ავტორი:ანუკა ბუავა. 

დღის ამბები