15 ნოემბერი 2024,   14:14
ვრცლად
ლევან დავითაშვილი უკრაინის მიერ "აირზენას" დასანქცირებას პოლიტიკურად განპირობებულ და არამეგობრულ გადაწყვეტილებას უწოდებს

საქართველოში უკრაინის საქმეთა რწმუნებული ავიაკომპანია "აირზენას" დასანქცირების გამო, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. დიპლომატმა უწყება ცოტა ხნის წინ დატოვა. მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ქართულ ავიაკომპანიას სანქციები 1 ივლისს დაუწესდა.

ამასთან,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან Georgian Airways-სთვის დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა და მას არამეგობრული უწოდა.

"სამწუხაროა ითქვას, რომ მორიგი ძალიან არამეგობრული გადაწყვეტილება ვიხილეთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. ასეთი ფაქტები ჩვენ გვქონდა წინა შემთხვევებშიც, როდესაც საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს ე.წ. სანქციები დაუწესა უკრაინის ხელისუფლებამ. ცალსახად მიუღებელია, ეს არ ჯდება ქვეყნებს შორის ურთიერთობის იმ სტანდარტში, რომელიც საქართველოს და უკრაინას აქვს.

ვფიქრობ, რომ ამაში ჩვენი ოპოზიციონერების ხელიც ურევია იმიტომ, რომ თქვენ იცით, რამდენად დაკავშირებულია ზოგიერთი ოპოზიციური ჯგუფი უკრაინის ხელისუფლებასთან და ალბათ, საფუძველი ზუსტად ეს აქვს ამ გადაწყვეტილებას, როდესაც ხდება არასწორად ინფორმაციის მიტანა და შესაბამისად, ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობას აზიანებს,"-აცხადებს ლევან დავითაშვილი. 

დღის ამბები