15 ნოემბერი 2024,   14:19
ვრცლად
მე არაფერი ისეთი არ გამიკეთებია, საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი 

მე არაფერი ისეთი არ გამიკეთებია, საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი - ამის შესახებ მსჯავრდებულმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საქალაქო სასამართლოში დისტანციურად ჩართვის დროს განაცხადა:

"მთელი ჩემი ცხოვრება ეძღვნებოდა საქართველოს. სრულიად უდანაშაულო ადამიანს რატომ მამყოფებთ ამ მდგომარეობაში. მე არაფერი ისეთი არ გამიკეთებია, საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი. ჩვენ მოვსპეთ კორუფცია, მოვსპეთ კრიმინალი და ახლა პოლიცია და კრიმინალი ჩემზე იძიებს შურს,"- აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 

საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, ექსპრეზიდენტი სხდომაზე დისტანციურად ჩართეს

დღის ამბები