მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორმა სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმეში მტკიცებულებები მყარია, რაც მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის დანაშაულს ადასტურებს:
"მტკიცებულებები მყარია და მისი დანაშაული დადასტურებულია. გავაგრძელებთ გამოკვლევას და ყველა დარწმუნდება, რომ მტკიცებულებები ნამდვილად მყარია,"-განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
დღეს, საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, ექსპრეზიდენტი სხდომაზე დისტანციურად ჩართეს.