ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, თბილისის მე-2 საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად ეწვია, დღეს ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა გამართა.
საუბარო შეეხო ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებულ ვითარებას, მოწყვლადი ჯგუფების მიმართ სიძულვილის ენის, დისკრიმინაციის და ძალადობის პრევენციის საკითხებს. აღინიშნა, რომ მიუღებელია ძალადობის და დისკრიმინაციის ყოველგვარი ფორმა.