სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი არ ემორჩილება ექიმების რეკომენდაციებს და ეწევა თვითდაზიანებას, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, სამედიცინო პერსონალმა მათ მისცა კონკრეტული რეკომენდაცია, რომელსაც არ ასრულებენ.
"თვითდაზიანებაში იგულისხმება შიმშილობის მრავალი ეპიზოდი, ექიმების რეკომენდაციებისადმი არდამორჩილება, მედიკამენტებისა და საკვების შერჩევით მიღება. საკვები მასთან მიაქვთ ოჯახის წევრებს. სამედიცინო პერსონალმა მათ მისცა კონკრეტული რეკომენდაცია, რომელსაც არ ასრულებენ. შესაბამისად, პასუხისმგებელი უშუალოდ ადამიანია საკუთარ ჯანმრთელობაზე, როდესაც მას სახელმწიფო უკეთებს ყველაფერს, უქმნის ყველა პირობას იმისთვის, რომ იმკურნალოს და თუ არ მკურნალობს, ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება,"-განაცხადა რატი ბრეგაძემ.