15 ნოემბერი 2024,   14:25
ვრცლად
იქნებ ოდნავ მაინც გაითვალისწინონ, იმ საავადმყოფოში აფერისტი ავანტურისტის გარდა, სხვა ავადმყოფებიც არიან? - ლევან ნიკოლეიშვილი "ვივამედთან" აქციაზე 

არა მგონია "ქურქუმალ ხაბეს" ღრიალი ვინმეს იქ მალამოდ ეფინებოდეს   საავადმყოფოში აქციის მოწყობა, უზარმაზრი დროშით და 20 რადიკალით, სიახლე არ არის, მაგრამ იქნებ ოდნავ მაინც გაითვალისწინონ იმ საავადმყოფოში აფერისტი ავანტურისტის გარდა, სხვა ავადმყოფებიც არიან?! - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ახლა კარგი კვება სჭირდება, ამიტომ, აქციის მოწყობის ნაცვლად, აჯობებდა მისთვის საჭმელი ეყიდათ. ნიკოლეიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ, სააკაშვილი სადაც უნდათ, იქ წაიყვანონ.

"საავადმყოფოში აქციის მოწყობა, უზარმაზარი დროშით და 20 რადიკალით, სიახლე არ არის, მაგრამ იქნებ ოდნავ მაინც გაითვალისწინონ იმ საავადმყოფოში აფერისტი ავანტიურისტის გარდა, სხვა ავადმყოფებიც არიან?! არა მგონია ქურქუმალ ხაბეს ღრიალი ვინმეს იქ მალამოდ ეფინებოდეს. ისე ამ ტაკიმასხრობას, რამდენიც მივიდნენ თითოს 1 ლარი დაედო, სადღაც 20 ან 30 ლარი შეგროვდებოდა და რამე ნორმალური საჭმელი ეყიდათ სააკაშვილისთვის.   ახლა მას რაც სჭირდება კარგი კვება, მერე ციხეში გადაყვანა, მერე სასჯელის მოხდა და უკრაინაში კი არა სადაც გინდა იქ წაიყვანეთ..." - წერს ლევან ნიკოლეიშვილი  Facebook-ზე.

დღის ამბები