15 ნოემბერი 2024,   14:01
ვრცლად
"ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაფუჭება სააკაშვილის გამო არ ღირს, ეს საქართველოსაც ეხება და უკრაინასაც" - იაგო ხვიჩია

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაფუჭება არ ღირს. ამ განცხადებით იაგო ხვიჩია საქართველოს ელჩთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

"ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაფუჭება სააკაშვილის გამო არ ღირს. ეს საქართველოსაც ეხება და უკრაინასაც. თქვენი სიტუაცია რომ წარმოვიდგინოთ, გვიღირდა თუ არა ამ წუთას ბოროტებასთან მებრძოლი გმირი ქვეყნის და გმირი ხალხის გადაკიდება მიხეილ სააკაშვილის "ვივა მედში" ყოფნის გამო. მე შეიძლება არ გამეკეთებინა ზელენსკის ადგილას, მაგრამ ჩვენ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, საბოლოო ჯამში ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებმა მიგვიყვანა იმ შედეგამდე, რა შედეგამდეც მივედით,“ - აცხადებს იაგო ხვიჩია.

დღის ამბები