15 ნოემბერი 2024,   13:42
ვრცლად
ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება, სააკაშვილის გულშემატკივრობის გამო, არ შეიძლება ზიანი მიაყენო უკრაინულ-ქართულ ურთიერთობებს - სარჯველაძე ზელენსკის გადაწყვეტილებაზე

უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის მიერ საქართველოს ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევას მიხეილ სარჯველაძე არასწორ და უსამართლო გადაწყვეტილებას უწოდებს და ამბობს, რომ ამის გამო, არ შეიძლება მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივრობის გამო, ზიანი მიადგეს უკრაინულ-ქართულ ურთიერთობებს:

"ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება, ასევე, ვფიქრობ, რომ ეს არ არის მორალური თვალსაზრისით ახსნადი და არც პრაგმატული თვალსაზრისით სწორი გადაწყვეტილება. რაც არ უნდა დიდი იყოს უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების გულშემატკივრობა სააკაშვილის ან "ნაციონალური მოძრაობისა" ამის გამო, არ შეიძლება ზიანი მიაყენო უკრაინულ-ქართულ ურთიერთობებს,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

უკრაინაში საქართველოს ელჩი, თბილისში დღეს ან ხვალ დაბრუნდება. კიევის 48 საათიანი ულტიმატუმის ვადის ათვლა გუშინ უკრაინის საგარეო უწყებაში ქართველი დიპლომატის მისვლიდან დაიწყო.

დღის ამბები