"ქართული ოცნება" რეგიონულ კონფერენციებს განაგრძობს - დღეს წალკის ორგანიზაციის თავმჯდომარედ მუნიციპალიტეტის მერი, ილია საბაძე აირჩიეს. თეთრიწყაროს ორგანიზაციას კი ასევე მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი წიკლაური უხელმძღვანელებს. ქვემო ქართლის რეგიონში პარტიული კონფერენციები 4 ივლისს დაიწყო.
როგორც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განმარტა, შეხვედრების მიზანია "ქართული ოცნების" ორგანიზაციის თავმჯდომარეებისა და ბიუროს წევრების არჩევა, ასევე საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება.
"ამ შემთხვევაშიც მიზანია "ქართული ოცნების" ორგანიზაციის თავმჯდომარეების არჩევა, ბიუროს წევრების არჩევა და რა თქმა უნდა ამ შესაძლებლობას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ გვქონდეს საუბარი პარტიის წევრებთან იმ საკითხებზე, რაც დაკავშირებულია ქვეყნის განვითარებასთან. მომავალი წელის არის საპარლამენტო არჩევნების წელი და აქედანვე ვიწყებთ მზადებას საპარლამენტო არჩევნებისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.