მეგობრები ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ - საგარეო საქმეთა მინისტრი პირველ კომენტარს აკეთებს მას შემდეგ, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილის გამო საქართველოს ელჩის თბილისში გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.
ილია დარჩიაშვილის უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, საფუძველს მოკლებული უწოდა და განაცხადა, რომ ელჩი ქვეყანაში უახლოს დღეებში დაბრუნდება.
"პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ელჩს უკრაინაში და თითოეულ დიპლომატს. ეს იყო მათი დამოკიდებულება, აქტიურად ადგილზე, მხარი დაეჭირათ უკრაინისთვის, უკრაინელი ხალხისთვის. ერთი დღე არ გაუჩერებიათ მუშაობა და არცერთ დიპლომატს არ დაუტოვებიათ კიევი.
გაუგებარი და საფუძველს მოკლებული იყო გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინისგან მოვისმინეთ. მეგობრები ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ.ჩვენ აუცილებლად გვექნება დრო მომავალში, რათა ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე ორმხრივ ფორმატებში, თუმცა დღეს ტრადიციულად ჩვენ ვარჩევთ იმ პოზიციას, რომელიც გვაქვს, რომელიც გამოვხატეთ. ჩვენ ამაზე რეაგირება არ გვექნება. შესაბამისად, როგორც ვისაუბრეთ, ელჩი დაბრუნდება უახლოეს პერიოდში საქართველოში," - აცხადებს ილია დარჩიაშვილი.
ავტორი: ანუკა ბუავა