მოწოდება, არ მოერიდოთ ესკალაციას, არის არასწორი მოწოდება - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორის, მაიკლ მაკფოლის მიერ "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემული ინტერვიუს კომენტირებისას.
მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ კონკრეტული ქვეყნები ესკალაციას არ უნდა მოერიდონ, კითხვის ნიშნებს აჩენს.
"წავიკითხე მაკფოლის ინტერვიუ, სადაც საუბარი ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ ესკალაციას არ უნდა მოერიდონ კონკრეტული ქვეყნები და საუბარი ჰქონდა ქართველ ჟურნალისტთან ამ თემაზე, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს. მე არ მინდა, ამ თემაში ღრმად შევიდე. ზოგადად, ასეთი მოწოდებები არ არის სწორი. მოწოდება, არ მოერიდოთ ესკალაციას, არის არასწორი მოწოდება, მე ასე მგონია" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.