15 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
კვორუმი არ შედგა - პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც თავდაცვის კოდექსი უნდა განეხილათ, ჩაიშალა, მიზეზი რეგისტრაციაზე  ოპოზიციის უარი გახდა

კვორუმი არ შედგა, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა კი, სადაც თავდაცვის კოდექსი უნდა განეხილათ, ჩაიშალა.

"გირჩი", პოლიტიკურ ჯგუფ "თავისუფლებას", ოპოზიციური ერთობის დარღვევაში ადანაშაულებს. იაგო ხვიჩიას მტკიცებით, როსტომ ჩხეიძე პლენარულ სხდომაზე კვორუმისთვის სხვა დეპუტატების დარეგისტრირებას ცდილობდა.

ბრალდების ადრესატმა დღეს "კურიერის" სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, თუმცა კომენტარი იმ დეპუტატმა გააკეთა, რომელიც სესიაზე, სავარაუდოდ, ჩხეიძემ დაარეგისტრირა. თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ დღევანდელ სხდომას ნამდვილად არ ესწრებოდა, მაგრამ როსტომ ჩხეიძეს თავად სთხოვა, დაგვიანების შემთხვევაში მის ნაცვლად რეგისტრაცია გაევლო, ჩარკვიანს პრეტენზიები იაგო ხვიჩიასთან აქვს.

კოლეგებს რეგლამენტს ახსენებს კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი. დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ სხვის ნაცვლად რეგისტრაციის გავლა დაუშვებელია. თავად სხდომას ესწრებოდა, თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა, რომლის დასმაც სხდომის ჩაშლის გამო ვერ მოახერხა. კვორუმის არარსებობის გამო, კრიტიკა დღეს ყველა ოპოზიციონერმა მმართველი გუნდისგანაც მიიღო.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დღეს ჩაიშალა. რეგისტრაცია მხოლოდ 65-მა დეპუტატმა გაიარა, სესიის ჩასატარებლად კი დარბაზში პარლამენტის მინიმუმ 76 წევრი უნდა ყოფილიყო. მიზეზებზე განმარტება ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გააკეთა.

თავდაცვის კოდექსის მნიშვნელობა კოლეგებს დღეს კიდევ ერთხელ განუმარტა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ და ოპოზიციას ახლო წარსულიც გაახსენა.

თავდაცვის კოდექსი, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს მეორე მოსმენით უნდა განხილულიყო. მმართველ გუნდში თქვეს, რომ სესია სავარაუდოდ აგვისტოს თვეში ჩატარდება.

დღის ამბები