უკრაინის ხელისუფლების კიდევე ერთი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება - "არასდროს ყოფილა უკრაინა დაინტერესებული, რომ საქართველოს გაეხსნა მეორე ფრონტი", ამბობს მიხაილო პოდოლიაკი.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ამბობს, რომ "ქართულ ოცნების" ლიდერების და მასთან დაკავშირებული სუბიექტების განცხადება ტყუილია.
მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას უმრავლესობის წევრები გამოეხმაურნენ და აცხადებენ, რომ განცხადებას თავისი მიზანი აქვს და პირდაპირი თუ არაპირდაპირი მინიშნებებით, საქართველოს ომში ჩართვას მოუწოდებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ პოდოლიაკის განცხადებას კონკრეტული მიზეზი აქვს.
"პოდოლიაკის განცხადება ჰაერიდან მოტანილი არ არის. პოდოლიაკის განცხადების მიზანია, ისეთი სურათი შექმნას, თითქოს ეს ირაკლი კობახიძის განცხადებებშია აღწერილი, რომ უკრაინას სურს საქართველოს საომარ მოქმედებებში მონაწილეობა.
მაშინ, როდესაც ყველამ ვიცით და ყველას გვახსოვს, თუ რის გამო გაიწვია ელჩი საქართველოდან უკრაინამ, თუ რა განცხადებები კეთდებოდა პოლიტიკური დონეებიდან და რატომ ერთვებოდა მათ პრეზიდენტი იმ მიტინგებში, რომელიც მოუწოდებდა საქართველოს მოსახლეობას დესტაბილიზაციისაკენ. სწორედ ეს იყო მთავარი მიზანი და განცხადებები საკმაოდ აშკარა. გაერთიანებული "ქართულ- უკრაინული ნაციონალური მოძრაობა" მუდმივად პირდაპირი მინიშნებების გარეშე, მოუწოდებდა საქართველოს ჩართულიყო საომარ მოქმედებებში,"-აცხადებს გიორგი ვოლსკი.