საგარეჯოში, სადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის ლიდერები პენსიონერებს ხვდებიან, ხმაურია. ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. პარტიის წევრების მიმართულებით ქვებიც ისროლეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.