15 ნოემბერი 2024,   13:43
ვრცლად
ისტორიის მანძილზე პირველად ჩვენი პლენარული სესია ტარდება ქვეყანაში, სადაც ფრანგული ენა არც ოფიციალური და არც საპარლამენტო სამუშაო ენა არ არის - ფრანსის დრუენი

თბილისში ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესია ოფიციალურად გაიხსნა. ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიას 40-მდე დელეგაცია და 250-მდე დეპუტატი ​ესწრება. 

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ფრანსის დრუენი აცხადებს, რომ სესია საშუალებას იძლევა პოლიტიკური და კონცეპტუალური საზღვრები გაფართოვდეს. 

"ეს სესია საშუალებას გვაძლევს ფრანკოფონიის პოლიტიკური და კონცეპტუალური საზღვრები გავაფართოვოთ.

ისტორიის მანძილზე პირველად, ჩვენი პლენარული სესია ტარდება ქვეყანაში, სადაც ფრანგული ენა არც ოფიციალური და არც საპარლამენტო სამუშაო ენა არ არის. აღსანიშნავია საქართველოს პარლამენტის განსაკუთრებული ძალისხმევა ამ ღონისძიების წარმატებით ჩატარების კუთხით. ჩვენ უცხო მიწაზე არ ვიმყოფებით, პრემიერ-მინისტრმა, რომელთან შეხვედრის საშუალებაც გუშინ გვქონდა, დღეს პატივი დაგვდო და ფრანგულად წარმოთქვა მისასალმებელი სიტყვა. გარდა ამისა ჩვენ გვიმასპინძლა საქართველოს პრეზიდენტმა.

მომავალ წელს ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების ოცი წლისთავი აღინიშნება. დღეს უკვე საქართველო ჩვენს რიგებში გაწევრიანდება, როგორც უკვე ასოცირებული წევრი. ფრანგული ენის მიზიდულობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ფრანგული ენის შემსწავლელთა რაოდენობა საქართველოში დღითიდღე იზრდება, როგორც დაწყებით სკოლებში, ასევე საშუალო სკოლებში და ეს მონაცემები არის დაახლოებით 49 პროცენტი. ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ხელს შეუწყობს დიალოგს და ეს არის სწორედ მისი ძალა," - აცხადებს ფრანსის დრუენი.

დღის ამბები