პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" წევრის გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, მურმან დუმბაძემ თავისი განცხადებით პირდაპირ აღიარა, რომ იბრძვიან იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.
მაჭარაშვილის თქმით, საქართველოსთვის სტატუსზე უარის თქმა, მხოლოდ რადიკალურ ოპოზიციას და რუსეთს აწყობს.
"ჩვენ ვეღარ გავიგეთ სად წყდება კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხი, ბრიუსელში წყდება თუ კიევში წყდება. ახლა დუმბაძემ თქვა, რომ ბათუმში წყდება. ცოტა დავიბენი სად წყდება, ყველა იჩემებს ამ გადაწყვეტილების მიღებას, ეს ნახევრად ხუმრობით. რეალურად, უგულავას და ცისკარიშვილის შემდეგ, დუმბაძეა მესამე, ან მეოთხე, რომელიც პირდაპირ აღიარებს, რომ ისინი იბრძვიან იმისთვის, რომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი საქართველომ. ამას ვამბობდით ჩვენ თვეების განმავლობაში. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის და ჩვენი პარტნიორები გვეხმარებიან, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს საქართველომ. კანდიდატის სტატუსის მიღება ვისაც არ უნდა, ეს არის რადიკალური ოპოზიცია და რუსეთი", - განაცხადა მაჭარაშვილმა.