15 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
სუსი არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება, ხოლო ოპოზიციის გამონათქვამები არის სიცრუე და დეზინფორმაცია - ირაკლი ბერაია

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს დადებითად აფასებს.

მან ოპოზიციის კრიტიკას სუსის ანგარიშის მიმართ დეზინფორმაცია და უწყების დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა უწოდა.

"სამსახურს უწევდა საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში საკუთარი ამოცანების შესრულება, რაც არის ქვეყნის და მოქალაქეების დაცულობა, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, და მიუხედავად იმისა, რომ საფრთხეები და გამოწვევები გაიზარდა, როგორც მასშტაბების, ასევე რაოდენობის თვალსაზრისით, სამსახური ეფექტიანად ახორციელებდა საქმიანობას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება, მისი საქმიანობის პრინციპები არის კანონიერება, ადამიანების უფლებების, ღირსების დაცვა და პატივისცემა, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, და შესაბამისად, ოპოზიციის გამონათქვამები არის სიცრუე და დეზინფორმაცია და მორიგი მცდელობა უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაციის," - აცხადებს ირაკლი ბერაია.

დღის ამბები