15 ნოემბერი 2024,   14:03
ვრცლად
უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო, რომ მიუხედავად რეგიონში არსებული მდგომარეობისა, ჩვენი უსაფრთხოების მდგომარეობა არ გაუარესებულა - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო, რომ რეგიონში არსებული მდგომარეობის მიუხედავად, ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობა არ გაუარესებულა.

მისივე შეფასებით, უსაფრთხოების სამსახურები იდეალურად არის აწყობილი და კარგად მუშაობს.

"ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები იდეალურად არის აწყობილი. უსაფრთხოების სამსახური კარგად მუშაობს, არის ხოლმე ხანდახან, რომ სტატისტიკა უნდა დაუთვალონ, რამდენი "შპიონი" გამოავლინეს. ასე არ მუშაობს უსაფრთხოების სამსახური, უსაფრთხოების სამსახური მუშაობს ისე, რომ გარეთ გადიხართ და უსაფრთხო გარემოა. ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო ის, რომ აქ შემოპარებული მიხეილ სააკაშვილი ციხეში მიაბრძანა, ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო ის, რომ მიუხედავად ამ მდგომარეობისა, რომელიც დღეს გვაქვს რეგიონში, ჩვენი უსაფრთხოების მდგომარეობა არ გაუარესებულა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები