ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესია თბილისში - 40-მდე ქვეყნის 200 წარმომადგენელი საქართველოშია. ჩვენი ქვეყანა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიის მასპინძლობას განაგრძობს.
ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერის დასტური იმ სახელმწიფოებისგან, რომელთა წარმომადგენლები თბილისში შეიკრიბნენ, კიდევ ერთხელ მიიღო. სესიის ფარგლებში დაგეგმილია პრესკონფერენციაც.
"ფრანკოფონიის 48-ე სესიაზე მიიღეს საქართველოს დელეგაციის მიერ წარდგენილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია. რეზოლუცია მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან დოკუმენტი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის პირველი შემთხვევა ფრანკოფონიის ასამბლეის ისტორიაში, როდესაც საქართველოს საკითხი ინდივიდუალურად განიხილეს და ერთხმად დაუჭირეს მხარი. ეს არის ისტორიული დღე საქართველოს ისტორიაში," - აცხადებს ელისო ბოლქვაძე.