15 ნოემბერი 2024,   13:58
ვრცლად
პრაიდის კვირეული და საწინააღმდეგო აქციები მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი არ არის, მაგრამ ძალადობამ შეიძლება ეს ქვეყანა უფრო დააზიანოს, უფრო მოწყვლადია ჩვენი ქვეყანა - გია ვოლსკი

პრაიდის მოწინააღმდეგეების მიერ დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ისაუბრეს მმართველი გუნდის წევრებმა. "ქართული ოცნებისთვის" ძალადობა მიუღებელია.

მათი განცხადებით, სახელმწიფო ნებისმიერ კანონგარეშე აქტს შესაბამის პასუხს გასცემს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო აგრესიის პრევენციას მოახდენს და ყველა არაკანონიერ ქმედებაზე იქნება მკაცრი რეაგირება. 

"შეიძლება საზოგადოებაში არსებობდნენ ჯგუფები, რომლებთანაც ვერ ვთანხმდებით, გვაქვს განსხვავებული შეხედულებები და ქმედებები, მაგრამ არავის არ აქვს უფლება, რომ იძალადოს საზოგადოების მეორე ნაწილზე. სახელმწიფო ასეთ დროს ამის პრევენციას მოახდენს და ექნება მკაცრი რეაგირება," - აცხადებს სარჯველაძე.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის განცხადებით კი, პრაიდის კვირეული და ამ ღონისძიების საწინააღმდეგო აქციები სხვა ქვეყნებშიც იმართება, თუმცა მისი თქმით, საქართველო მსგავსი აგრესიული ქმედებებისთვის და აქციებისთვის საკმაოდ მოწყვლადი ქვეყანაა.

"პრაიდის კვირეული და სვადასხვა ღონისძიებები, ამის საწინააღმდეგო აქციები, მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი არ არის. მაგრამ საქართველოშია დღეს სხვა რეალობაა შექმნილი, როდესაც ძალადობამ შეიძლება ეს ქვეყანა უფრო დააზიანოს, ვიდრე ვთქვათ საფრანგეთი. უფრო მოწყვლადია ჩვენი ქვეყანა, ეს არის რეალობა,"- აცხადებს გია ვოლსკი. 

დღის ამბები