15 ნოემბერი 2024,   14:00
ვრცლად
ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესია ოფიციალურად დაიხურა

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესია ოფიციალურად დაიხურა. შემაჯამებელ ბრიფინგზე მხარეებმა მიმდინარე დღეების განმავლობაში განხილული საკითხები შეაჯამეს.  

სესიაზე მიიღეს საქართველოს დელეგაციის მიერ წარდგენილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია. დოკუმენტი მხარს უჭერს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.

როგორც ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ფრენსის დრუენმა აღნიშნა, ეს იყო ძალიან ღირებული მოვლენა და მან შეიძლება დამატებითი მნიშვნელობა შესძინოს ორი ქვეყნის ურთიერთობას. 

ფრანკოფონია მსოფლიოს ფრანგულენოვანი ქვეყნების თანამშრომლობის ორგანიზაციაა, რომელიც 57 ქვეყანას აერთიანებს. ორგანიზაციაში შესვლის მთავარ კრიტერიუმად არა მხოლოდ ამა თუ იმ სახელმწიფოს მოსახლეობის ფრანგული ენის ფლობის დონე, არამედ, საფრანგეთთან კულტურული კავშირები ითვლება. საქართველო 2004 წლიდან საერთაშორისო გაერთიანებაში დამკვირვებლის სტატუსით იყო წარმოდგენილი. 2021 წლის მიმართვის საფუძველზე კი ქვეყანა დღეს, ფრანკოფონიის ასოცირებული წევრი გახდა.

დღის ამბები