ვილნიუსის სამიტზე,რომელიც ორ დღეში დაიწყება, განხილვის მთავარი თემა უკრაინა იქნება.
ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის 74-ე შეხვედრასთან დაკავშირებით ქართველ პოლიტიკოსებს სხვადასხვა მოლოდინები აქვთ. ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ ვილნიუსის სამიტი საქართველოს რეალურად არაფერს მოუტანს, რადგან მათი მტკიცებით, ქვეყანამ ამ მიმართულებით არც არაფერი მოითხოვა. მმართველი გუნდი კი NATO-გან მეტი თანადგომის მოლოდინშია.
შეგახსენებთ, NATO-ს შეკრებამდე რამდენიმე დღით ადრე, ვაშინგტონმა თბილისის მორიგი მხარდაჭერა ღიად დააფიქსირა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ალიანსის ურყევ პარტნიორად რჩება და რომ მის ჩრდილო-ატლანტიკურ სწრაფვას თეთრ სახლში ემხრობიან.