ნატოს ვილნიუსის სამიტამდე ერთი დღე რჩება. ლიეტუვის დედაქალაქი ისტორიული დღისთვის ემზადება. დღეს ვილნიუსი ერთ-ერთი ყველაზე დაცული ქალაქია NATO-ს ლიდერების შეკრებას ათასობით სამხედრო და თანამედროვე შეიარაღება იცავს. სამხედროები, საბრძოლო ავიაცია და თანამედროვე ტექნიკა ალიანსის 16-მა წევრმა გამოყო.
სამიტი ხვალ იწყება, თუმცა საკმაოდ დატვირთული და საინტერესო დღეა დღესაც- გაიმართება ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას და ნატოს გენ მდივნის პრესკონფერენცია, ასევე იენს სტოლტენბერგის თურქეთის პრეზიდენტის და შვედეთის პრეზიდენტის შეხვედრა, სულ მალე გაირკვევა, საბოლოოდ, რას გადაწყვეტს ანკარა, შვედეთის NATO- ში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით.