15 ნოემბერი 2024,   13:51
ვრცლად
NATO-ში საქართველოს წევრობის საწინააღმდეგო არგუმენტებიდან აღარაფერი დარჩა - პარლამენტის თავმჯდომარე

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საკუთარ ღია წერილში წერს, რომ დღეს, NATO-ში საქართველოს წევრობის საწინააღმდეგო არგუმენტებიდან არ არსებობს.

მისი თქმით, საქართველო-NATO-ს პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ საქართველოს გაწევრიანების კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ ნატო-ს მიდგომაში ცოტა რამ თუ შეიცვალა.

"მართალია, საქართველო-NATO-ს პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და საქართველომ არსებითი დახმარება მიიღო ალიანსისგან, მაგრამ, თვისებრივი თვალსაზრისით, ცოტა რამ თუ შეიცვალა NATO-ს ინერტულ მიდგომაში საქართველოს გაწევრიანების კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ. თავის დროზე არსებობდა სერიოზული ეჭვები საქართველოს მზაობის თაობაზე, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარული და სპონტანური მმართველობის ფონზე, მაგრამ დღეს საქართველო თითქოს შუშის კარს ეჯახება, ვინაიდან NATO-ში საქართველოს წევრობის საწინააღმდეგო არგუმენტებიდან აღარაფერი დარჩა," - ახადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები