15 ნოემბერი 2024,   14:01
ვრცლად
საქართველომ ევროკავშირისა და ნატო-ს ინტეგრაციისთვის წლების წინ შეასრულა ის თავსებადი მიმართულებები, რაც შეიძლება იყოს ევროინტეგრაციისთვის საჭირო - გურამ მაჭარაშვილი

შალვა პაპუაშვილის ღია წერილს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საქართველომ ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის თავსებადი მიმართულებები წლების წინ შეასრულა.

გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ნატო-ს ხელმძღვანელობის შეფასებითვე, საქართველო უკვე თავსებადია ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, თუმცა საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება მათი მისაღებია.

"საქართველომ ევროკავშირისა და ნატო-ს ინტეგრაციისთვის წლების წინ შეასრულა ის თავსებადი მიმართულებები, რაც შეიძლება იყოს ევროინტეგრაციისთვის საჭირო. ამ შემთხვევაში ეხება ეს ნატოს და ევროკავშირს.

საქართველო ყველა ასეთ საერთაშორისო პლატფორმაზე წარდგება როგორც წარჩინებული სახელმწიფო და იმედი მაქვს, როგორც მინიმუმ კიდევ ერთხელ დაინახავენ საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები, ამ შემთხვევაში, ნატო-ს ხელმძღვანელობა, რომ საქართველო ყველა მიმართულებით არის დაწინაურებული, მათივე - ნატო-სა და ევროკავშირის ხელმძღვანელობის შეფასებებით, საქართველო უკვე თავსებადია იმ ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, მაგრამ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც უნდა იყოს მიღებული, ეს არის მათი გადასაწყვეტი," - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი გურამ მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ღია წერილში აღნიშნა, რომ NATO-ში საქართველოს წევრობის საწინააღმდეგო არგუმენტებიდან აღარაფერი დარჩა.

დღის ამბები