15 ნოემბერი 2024,   14:01
ვრცლად
საქართველო დიდი ხანია, მზადაა ნატოსთვის, ახლა ნატო-ს მართებს ვაჟკაცობა, გაბედული ნაბიჯი გადადგას - ირაკლი ზარქუა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა მიიჩნევს, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა ნატო-ს სტანდარტები დაეკმაყოფილებინა. ირაკლი ზარქუას თქმით, ქვეყანა დიდი ხანია მზადაა ნატო-ში გასაწევრიანებლად და ახლა ნატო-ს მართებს ვაჟკაცობა გაბედული ნაბიჯი გადადგას.

"საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა დაეკმაყოფილებინა სტანდარტები, მათ შორის ჯარის მოდერნიზაცია, საერთაშორისო მისიებში ჩვენი მაგარი ბიჭების გამოცდილება. ნატო-ს ყველა ექსპერტი ცალსახად აფიქსირებს პოზიციას, რომ, დიახ, საქართველოს საჯარისო შენაერთები მზად არიან ნატოსთვის და ნატო-ს სტანდარტებისთვის.

საქართველო დიდი ხანია, მზადაა ნატოსთვის. ახლა ნატო-ს მართებს ვაჟკაცობა, გაბედული ნაბიჯი გადადგას, რომ საქართველომ, რომელმაც გამოიარა უამრავი რამ, რათა დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო ყოფილიყო და ამისთვის სისხლი დაღვარა, მაგარი ბიჭები ბრძოლის ველზე დაეცნენ. დღეს ნატო-ს აქვს კარგი შესაძლებლობა, თუ თვითონ ძალას გამონახავენ, რომ მიიღონ საქართველო,

თუ არადა, ჩვენ ვართ ძალიან ახლოს, ერთობლივი წვრთნები ტარდება, ერთობლივ მისიებში ვმონაწილეობთ და საქართველო ყოველთვის ეცდება, თავისი ინტერესები დაიცვას," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დღის ამბები