ვილნიუსში ნატოს ორდღიანი სამიტი იხსნება - ამ წუთებში ლიდერებს შორის შეხვედრები მიმდინარეობს. სამიტის გახსნამდე ნატოს სახალხო ფორუმი გაიმართა. ძირითადი საკითხი, რასაც ალიანსის ლიდერები განიხილავენ, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომი და ალიანსის წევრობაზე კიევის განაცხადი იქნება.
უკვე ფორუმის ფარგლებშიც აღინიშნა, რომ კომუნიკეში მკაფიოდ გაიწერება უკრაინის მხარდასაჭერი გზავნილები, რათა უფრო თავსებადი იყოს უკრაინის და ნატოს ჯარი.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს. ბაიდენი ასევე ამბობს, რომ პუტინი ნატოს გატეხვით წარმატებას ვერ მოიპოვებს.
"ეს ისტორიული მომენტია, ნატოში ფინეთისა და შვედეთის დამატება შედეგიანია. ასეთ კრიტიკულ დროს ბატონი სტოლტენბერგის ლიდერობა ნამდვილად მნიშვნელოვანია.
ჩვენ ვეთანხმებით იმ ენას, რომელიც უკრაინის მომავალთან დაკავშირებით შემოგვთავაზეთ და რომელსაც შეუძლია ქვეყნის ნატოში გაწევრიანება. ჩვენ გვსურს ერთიანი ნატო.
პრეზიდენტი პუტინი ფიქრობს, რომ წარმატებას ნატოს გატეხვით მოიპოვებს. როცა მას ვუსმენ, ვხვდები, რომ ეს ვერ მოხდება. მას პრობლემები აქვს," - აცხადებს ჯო ბაიდენი.