15 ნოემბერი 2024,   14:32
ვრცლად
უკრაინის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გასაგებია, ამის არ უნდა შეგვშურდეს, გახსოვთ, 2008 წელს, როდესაც ომი გვქონდა, MAP-იც კი არ მოგვანიჭეს-ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინა არის ქვეყანა, რომელიც ომშია და მისი თქმით ამ ქვეყანას სწორედ ამიტომ ექცევა განსაკუთრებული ყურადღება. 

"რაც შეეხება უკრაინას, უკრაინა ომის მდგომარეობაშია და აქედან გამომდინარე, უკრაინის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გასაგებია. ჩვენ არ უნდა შეგვშურდეს. ერთი რამ უნდა გავიხსენოთ ამ კონტექსტში. 2008 წელს, როცა ჩვენ გვქონდა ომი, გახსოვთ, რომ MAP-იც კი არ მოგვანიჭეს. ეს იყო მაშინდელი მდგომარეობა, 2008 წლის, 2012 წლის მდგომარეობა. მაშინ საქართველომ გამოიარა ომი რუსეთთან, მაგრამ მაშინ არ იყო ასეთი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. დღეს კარგია, რომ უკრაინის მიმართ არის ასეთი დამოკიდებულება და ეს ქვეყანა არის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამის არ უნდა შეგვშურდეს და ვერ შეგვშურდება,"- ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები