ვილნიუსში მიმდინარე ნატოს სამიტზე, ცოტა ხნის წინ პირველი კომენტარის გააკეთა ილია დარჩიაშვილმა. საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენს საქართველოს ნატოს სამიტზე, სადაც უკვე მიღებულია შემაჯამებელი კომუნიკე.
"ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო მინისტერიალი ნატო-ს ფარგლებში, რომელსაც ესწრებოდა საქართველოსთან ერთად მოლდოვა და ბოსნია-ჰერცოგოვინა, ჩვენ გვახსოვს წინა მინისტერიალი, რომელიც ასევე ბუქარესტში გაიმართა და იყო ასევე ძალიან საინტერესო დისკუსია, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღო საქართველომ პარტნიორებისგან, როგორც ცნობილია ევროატლანტიკური ინტეგრაცია ეს არის ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, შესაბამისად დღეს ვილნიუსის სამიტზე,კიდევ ერთხელ იქნა ხაზგასმული, რომ საქართველოს ძალიან ბევრი მხარდაჭერა აქვს პარტნიორებისგან, საქართველოზე ძალიან საინტერესო ჩანაწერია კომუნიკეში, ეს არის ახალი იმპულსი ჩვენი ურთიერთობების საქართველო ძალიან ძლიერად არის მხარდაჭერილი პარტნიორებისგან, როდესაც საუბარი ეხება ჩვენს სუვერენიტეტს, ხაზგასმული ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული ძალისხმევა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მსოფლიო უსაფრთხოების საქმეში.
საქართველო გააგრძელებს ძალისხმევის გაწევას იმისათვის, რომ ჩვენს ხელთ არსებულმა ყველა მექანიზმმა, მოიტანოს კონკრეტული შედეგები რომ ქვეყანამ გააგრძელოს პროგრესირებადი ინტეგრაცია ნატოს მიმართულებით,"- აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.