15 ნოემბერი 2024,   13:51
ვრცლად
მგონი აჩქარდნენ და ეს მიუთითებს "ნაციონალური მოძრაობის" ვირტუალურ და ილუზორულ მთავრობაში სერიოზულ კონფლიქტზე - თალაკვაძე ვაშაძის კანდიდატურაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, 2024 წლის არჩევნებისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება "ნაცმოძრაობის" რეიტინგებს შეამცირებს. თალაკვაძე მიიჩნევს, რომ გიორგი ვაშაძის კანდიდატურის წამოყენება ენმ-ში შიდა დაპირისპირებაზე მეტყველებს.

"გიორგი ვაშაძე "ნაციონალური მოძრაობისთვის" საუკეთესო იქნება, იგი ზუსტად გამოხატავს "ნაციონალური მოძრაობის" მდგომარეობას, იდეოლოგიასა და მომავალს, ეს დაეხმარება ჩვენს საზოგადოებას, რომ "ნაციონალურ მოძრაობა" საბოლოოდ გადაიყვანოს აუტსაიდერებში.

მე მგონი, აჩქარდნენ და ეს მიუთითებს "ნაციონალური მოძრაობის" ვირტუალურ და ილუზორულ მთავრობაში სერიოზულ კონფლიქტზე იმიტომ, რომ გვახსოვს ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის იქნებოდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, მისმა თანაგუნდელებმა გააკეთეს ამაზე განცხადებები.

დღეს კი ვიგებთ, რომ გიორგი ვაშაძე უნდა გახდეს "ნაციონალური მოძრაობის" ვირტუალური მთავრობის პრემიერ-მინისტრი. აშკარაა, რომ მათ კონსულტაციები არ გამართეს და ისე გააკეთეს განცხადებები," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ავტორი: ანა ბუავა

დღის ამბები