"ქართული ჯარი და ქართველი ჯარისკაცი ჩვენი სახელმწიფოს სიამაყეა. ამის წინააღმდეგ ბრძოლა არავის გაუვა და ეს სიამაყე საქმემ უნდა განამტკიცოს. საქმემ, რომელიც ჩვენ ჯართან დაკავშირებულ კანონმდებლობაშიც უნდა აისახოს“,-ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები „თავდაცვის კოდექსს“ მეორე მოსმენით განიხილავენ.
მამუკა მდინარაძის თქმით, ნიშანდობლივია, რომ ადამიანებს, ვინც ცდილობდა პროცედურულად გაეხანგრძლივებინა საკანონმდებლო პაკეტის განხილვის დრო, რეალურად არ აინტერესებთ ამ კოდექსთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებები და ჰქონდათ საკუთარი ინტერესები.
„ძალიან ნიშანდობლივია რომ ის ადამიანები,. რომლებიც იყვნენ პიონერები დროის გაწელვის, და მეტის არაფრის, ახლა აქ არ არიან. მათ რეალურად არ აინტერესებთ ამ კოდექსთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებები უმრავლესობის მხრიდან. მათ აინტერესებდათ დროის გაწელვა და დარწმუნდნენ რა, რომ დრო ვეღარ გაიწელებოდა ამაზე მეტად, დატოვეს სხდომათა დარბაზი. ეს ყველაფერზე მეტყველებს.
ასევე, ამ დროის გაწელვის ინტერესს, ჰქონდა საკუთარი მიზეზი, საფუძველი და საბაბი. ეს იყო ფულის კეთება და ადამიანები, რომლებიც ჯარისთვის თავის არიდებაში აკეთებენ ფულს და ახლაგაზრდებს არწმუნებენ, რომ ჯარში არ უნდა წავიდნენ, ფული უნდა გადაიხადონ მათთან და ისინი რაღაც შავ ხვრელს მოძებნიან და თავს აარიდებინებენ ჯარს, სახელმწიფოს და საკუთარი სამშობლოს, საქართველოს მსახურებას, ამაში დამარწმუნებელი ადამიანები ჯარზე, თავდაცვის კოდექსზე და კანონზე გველაპარაკებოდნენ და ამაში მხარს უჭერდა მათ ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი, სამწუხაროდ," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.