15 ნოემბერი 2024,   14:03
ვრცლად
პოლონელმა ექიმებმა კლინიკა "ვივამედი" გვიან ღამით დატოვეს - სააკაშვილის სამედიცინო შემოწმება, დაახლოებით, ოთხი საათი გაგრძელდა

პოლონელმა ექიმებმა კლინიკა "ვივამედი" გვიან ღამით დატოვეს. პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო შემოწმება, დაახლოებით, ოთხი საათს გაგრძელდა.

პოლონელმა მედიკოსებმა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია ქართველი ექიმებისგანაც მიიღეს. საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. მიხეილ სააკაშვილის ოჯახის ინფორმაციით, 5 ექიმისგან დაკომპლექტებული სამედიცინო მისიის შედეგები საჯარო არ იქნება.

დღის ამბები