"საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ ნატოს სამიტის შემდეგ ახალი ვერაფერი მიიღო.
მისივე შეფასებით, საქართველოსთან მიმართებაში განმეორდა მხოლოდ ის, რაც იქამდეც არაერთხელ იყო ნათქვამი.
"ერთი მხრივ, უკრაინამ მიიღო დაჩქარებული პროცედურა ნატოში გაწევრიანებისთვის და ეს პროცედურა გამოიხატება იმაში, რომ ფაქტობრივად, ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი უბრალოდ ამოვარდება ამ გაწევრიანების პროცესში. უკრაინამ მიიღო ძალიან სერიოზული სამხედრო და არამხოლოდ გარანტიები "დიდი შვიდეულის" სახელმწიფოებისგან. ამ დროს, საქართველომ რა მიიღო - ძნელი სათქმელია, რომ საქართველომ რაიმე დამატებით მიიღო. ფაქტობრივად, საქართველოზე განმეორდა ის, რაც უკვე არაერთხელ იყო ნათქვამი, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ იმ შესაძლებლობების პირობებში, რომელიც არსებობდა, საქართველომ, ფაქტობრივად, ვერაფერი ახალი ვერ მიიღო,"- განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.