15 ნოემბერი 2024,   13:46
ვრცლად
"თუ ეს პოლონელი ექიმები დაარწმუნებენ სააკაშვილს, რომ პოლიტიკაში აღარ იყოს, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, მადლიერებიც დავრჩეთ"- გურამ მაჭარაშვილი

პოლონელ ექიმებს, მიხეილ სააკაშვილისთვის ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ, მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა კლინიკა "ვივამედის" ხელმძღვანელი ზურაბ ჩხაიძე აღნიშნავს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და პოლონელი ექიმები მათ მიერ შემუშავებული მკურნალობის ტაქტიკას სრულად დაეთანხმნენ.

უცხოელი ექიმების ვიზიტი შეფასებების საგანია პოლიტიკოსებს შორისაც - საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა“ წევრი გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ ყოფილ პრეზიდენტს მკურნალობა აღარ სჭირდება და ის ციხეში უნდა გადაიყვანონ.

"მედიცინა ყველგან არის მედიცინა. პოლონელი იქნება, ევროპელი, ქართველი თუ ამერიკელი, თუ ადამიანი ცუდად არის, ის არის ცუდად. თუ ადამიანი არ არის ცუდად, არ აწამებენ და არ კლავენ, ესეც არის მოცემულობა ყველგან. ამიტომ ამ ფაქტზე უკვე დადგენილია საერთაშორისო სასამართლოს მიერ, რომ პატიმარი სააკაშვილი არც კვდება და არც აწამებენ და თუ ეს პოლონელი ექიმები დაარწმუნებენ სააკაშვილს, რომ ქართულ პოლიტიკაში და საერთოდ, პოლიტიკაში აღარ იყოს, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, მადლიერებიც დავრჩეთ.

საერთაშორისო სასამართლოს აქვს დასკვნა, რომ სამკურნალოდ არ სჭირდება ამ ადამიანს გადაყვანა. ამბობს - მე ვარ პოლიტიკაში, არამხოლოდ ქართულში, მსოფლიო პოლიტიკაშიო და როგორც ჩანს, მკურნალობა აღარ სჭირდება. დიდი ხანია ვამბობ, რომ "ვივამედის" კლინიკამ თქვას, რომ აღარ სჭირდება მკურნალობა და გადავიდეს ციხეში", - თქვა მაჭარაშვილმა.

დღის ამბები