15 ნოემბერი 2024,   13:54
ვრცლად
თუ გავაანალიზებთ, რა გადაწყვეტილებები მიიღეს ვილნიუსის სამიტზე, დავინახავთ, რომ საქართველოს ამ მხრივ უკრაინის შესაშური ნამდვილად არაფერი არ აქვს - ქადაგიშვილი

"ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ვილნიუსის სამიტის კონტექსტში უკრაინისა და საქართველოს ერთ სიბრტყეზე დაყენება "აბსოლუტური სიბეცეა." მისივე თქმით, უკრაინა არის ომში და ნატოს გადაწყვეტილებებიც შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღეს, ხოლო საქართველოსთან პარალელი, ამ შემთხვევაში, უადგილოა.

"თუ დავაკვირდებით და გავაანალიზებთ ცივი გონებით, რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული ვილნიუსის სამიტზე, დავინახავთ, რომ საქართველოს ამ მხრივ უკრაინის შესაშური ნამდვილად არაფერი არ აქვს. პირველ რიგში, განსხვავება ვიპოვოთ იმაში, რომ უკრაინაში უმძიმესი ომი მიმდინარეობს. ამ ფონზე, ოპოზიციის მხრიდან, უკრაინის და საქართველოს ერთ სიბრტყეზე დაყენება, სულ მცირე, აბსოლუტური სიბეცეა, ან სრული სპეკულაცია, ან ის, რომ სამშობლოს აღქმა არ გააჩნიათ. ამ ომის პირობებში, თვითონ ნატო არ იყო მზად იმისთვის, რომ უკრაინისთვის კონკრეტული შეთავაზება გაეკეთებინა ნატოში გაწევრიანების ვადასთან დაკავშირებით და ვერც, რა თქმა უნდა, მყისიერი გაწევრიანება ვერ მოხდა. ვიმეორებ, ეს იყო ობიექტური მდგომარეობიდან გამომდინარე,"- აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

"ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ რადგან დოკუმენტში რეფორმების საჭიროება ჩაიწერა, არ ნიშნავს, რომ საქართველოს  ნატო-ში არ მიიღებენ. 

"რეფორმები ყველა ქვეყანას სჭირდება, მათ შორის, საქართველოსაც, უკრაინასაც და ნატო-ს წევრ ქვეყნებსაც კი. ის, რომ საქართველოსთან მიმართებაში რეფორმები ჩაიწერა, არ ნიშნავს იმას, რომ ნატო ამბობს, თითქოს საქართველოს ისინი არ მიიღებენ ნატოში. დამოკიდებულება არის პოზიტიური, იმიტომ რომ საქართველოს უახლესი ისტორია ნატო-სთან მიმართებაში არის ისეთი, რომელიც არცერთ არანატოს წევრ ქვეყანას არ აქვს,"- აცხადებს მაჭარაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები