მიგრაცია საქართველოში - საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტების" წევრებმა პარლამენტში საკითხზე მედიასთან შეხვედრა გამართეს.
დეპუტატების განმარტებით, საგანგაშო სტატისტიკა მოსახლეობის მიერ ქვეყნის მასიურმა დატოვებამ განაპირობა. შეხვედრაზე განხილეს პრობლემის გადაჭრის გზები, რაც სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას უკავშირდება.
"რაც ხდება, ეს ნიშნავს, რომ თუ ასე გაგრძელდება, ქვეყანა დაიცლება, ისედაც იცლება ქვეყანა. მარტო ბოლო 2 წლის განმავლობაში, ჩვენი 87 000 მოქალაქე დარჩა უცხოეთში. ქვეყანაში უნდა არსებობდეს დიდი სერიოზული დემოგრაფიული პროგრამა, რომლის განხორციელებისკენ უნდა იყოს მიმართული ბევრი ძალისხმევა, მათ შორის, საგანმანათლებლო კუთხით," - აცხადებს "ევროოპტიმისტების" თავმჯდომარე რომან გოცირიძე.