15 ნოემბერი 2024,   13:50
ვრცლად
პოლიცია გარანტიას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს და არა რომელიმე ელჩს - მმართველი გუნდი აშშ-ს ელჩს პასუხობს

პოლიცია გარანტიას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს და არა რომელიმე ელჩს - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი კელი დეგნანის განცხადებას.

"ქართული ოცნების" შეფასებით, სამართალდამცავებმა სწორი მოქმედებებით პრაიდის ორგანიზატორების უსაფრთხოება დაიცვეს.

"მოვიდა ძალიან დიდი რაოდენობით ხალხი, გარემო იყო ღია, ანუ ყველა მხრიდან შეიძლებოდა მიდგომა ამ გარემოსთან, ამან განაპირობა ის, რომ სრულად ვერ მოხდა ტერიტორიის დაცვა.

საყვედურის ფორმით საუბარი ამასთან დაკავშირებით არ მიმაჩნია სწორად. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, პოლიციამ სწორად დაალაგა პრიორიტეტი, რომ პრაიდის მონაწილეები გაიყვანა ტერიტორიიდან, უსაფრთხოდ, რომ ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას საფრთხე არ დამუქრებოდა. პოლიცია გარანტიას აძლევს არა რომელიმე ელჩს, პოლიცია კანონის მიხედვით გარანტიას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა 8 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას უპასუხა, სადაც აცხადებს, რომ ექსტრემისტების ვანდალიზმს პოლიციის მხრიდან პასუხი არ ჰქონია.

დღის ამბები