15 ნოემბერი 2024,   14:29
ვრცლად
უკრაინამ სუვერენიტეტი დიდი ხნის წინ დაკარგა - უნგრეთის პრემიერი

უკრაინამ სუვერენიტეტი დიდი ხნის წინ დაკარგა, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

ვიქტორ ორბანმა რადიო კოსუტ-თან ინტერვიუში თქვა რომ უკრაინაში არსებულ მდგომარეობას დასავლეთის სახელმწიფოები, პირველ რიგში კი შეერთებული შტატები, განსაზღვრავს.

ორბანი ამბობს რომ თუ ამერიკელებს სურვილი ექნებოდათ, მშვიდობის დამყარება ხვალვე გახდებოდა შესაძლებელი, თუმცა რატომ არ აქვთ ამის სურვილი, ამ კითხვაზე პასუხი უნგრეთის პრემიერის თქმით, ნატოს სამიტზე ვერ მიიღეს.

დღის ამბები