07 ოქტომბერი 2024,   06:18
ვრცლად
ომის 507-ე დღე უკრაინაში - აქტიური თავდასხმების ფონზე, ომში მყოფი ქვეყანა კონტრშეტევებს განაგრძობს

ომის 507-ე დღე უკრაინაში - გასული დღე-ღამის განმავლობაში, 18-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქი. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. რუსმა სამხედროებმა იერიშები მიიტანეს ზაპოროჟიეზეც, თუმცა, თავდასხმების ფონზე, ომში მყოფი ქვეყანა კონტრშეტევებს განაგრძობს.

განადგურებულია აგრესორის საბრძოლო მასალის 9 საცავი და რუსული სამხედრო ტექნიკა. რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, გერმანია უკრაინისთვის, 5 წლის განმავლობაში, 19 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების მიწოდებას გეგმავს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა გააგრძელებს საერთაშორისო აქტივობებს როგორც უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ნატოსკენ მიმავალ გზაზე, ასევე უკრაინის შეიარაღებასა და რუსეთის სანქციებზე.

"მე გავმართე შტაბის შეხვედრა, რომელიც, ძირითადად, ფრონტზე იყო ორიენტირებული. სიტუაცია მოქმედების ყველა ძირითად სფეროში - როგორც თავდაცვა რუსული თავდასხმებისგან, ასევე ჩვენი აქტიური წინსვლა. ყველაფერი, რაც ამისთვის მნიშვნელოვანია - ჭურვები, იარაღი, აღჭურვილობა; ჭურვების რაციონალური გამოყენება, პარტნიორებისგან მიწოდება და ჩვენი საკუთარი უკრაინული წარმოება, ლოჯისტიკა. ჩვენი ყურადღება ფრონტის ხაზისკენ არის მიმართული.

ჩვენ ყველას ნათლად უნდა გვესმოდეს, რომ რუსული ძალები სამხრეთ და აღმოსავლეთ მიმართულებით ყველაფერს აკეთებენ ჩვენი მეომრების შესაჩერებლად. ამ კვირაში დაგეგმილი საერთაშორისო სამუშაო ჯერ არ დაგვისრულებია. უკრაინისთვის მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები იქნება. ჩვენ არც ერთი დღით არ შევამცირებთ ჩვენს საერთაშორისო აქტივობას, განსაკუთრებით მშვიდობის ფორმულასთან და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ნატოსკენ მიმავალ გზაზე. ასევე, არ შევამცირებთ აქტივობას პარტნიორებთან შეთანხმებების თვალსაზრისით უკრაინის შეიარაღებასა და რუსეთის სანქციებზე,"- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები