15 ნოემბერი 2024,   13:43
ვრცლად
თუგინდ მიჰქონდათ და მერე რა? მგონია, რომ სკანდალის ატეხვა მეორეხარისხოვანია იმასთან შედარებით, რომ ადამიანი გადარჩეს - პაატა მანჯგალაძე პოლონელი ექიმების ქმედებაზე 

სამედიცინო და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო ქმედება პოლონელი ექიმისგან - რატომ გამოჰქონდა უცხოელ ექიმს პალატიდან, ფარულად, ფეხსაცმლით მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუში? ექიმის ახსნა-განმარტება იუსტიციის სამინისტროსთვის გაუგებარია, ამიტომ რატი ბრეგაძის უწყება საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე მომხდარს აფასებს და ამბობს, რომ ვერ ხვდება ამ ფორმით რატომ სურდათ სააკაშვილის ბიოლოგიური მასალის გატანა, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ მთავარი ადამიანის ჯანმრთელობაა და არ აქვს მნიშვნელობა ეს რა ფორმით იქნება დაცული:

"ნამდვილად ვერ ვიტყვი რა იყო მოტივი, რომ სააკაშვილის ბიოლოგიური მასალა გაეტანათ იმ ფორმით, რომელზეც საუბრობენ. მგონია, რომ ახლა სკანდალისა და აჟიოტაჟის ატეხვა მეორეხარისხოვანია იმასთან შედარებით, რომ ადამიანი გადარჩეს. თუგინდ მიჰქონდათ და მერე რა?"- აცხადებს  საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე.

დღის ამბები