პოლონელი ექიმების მიერ, პალატიდან, ფარულად, ფეხსაცმლის მეშვეობით მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის გამოტანასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის დედა ცხადებს, რომ არაფერი იცოდა და მას პოლონელ ექიმეთან კონტაქტი არც ერთ დონეზე არ ჰქონია:
"მე იმ ადამიანებთან არავითარი კონტაქტი არ მქონია, თუმცა ძალიან მადლობელი ვარ მათი, რომ ჩამოვიდნენ. დანარჩენი არაფერი ვიცი, ალბათ გაკეთდება კომენტარი. მე რა გზით უნდა მიმეწოდებინა რამე იმ ექიმებისთვის, მათთან კონტაქტი არ მქონია არც ერთ დონეზე, ერთადერთი თანხმობას ვაძლევდი მონახულებაზე," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია.