15 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
პრემიერ-მინისტრმა ლენტეხში მჟავე წყლის განახლებული ტერიტორია დაათვალიერა

პრემიერ-მინისტრმა ლენტეხში მჟავე წყლის განახლებული ტერიტორია დაათვალიერა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში "მჟავე წყლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის" სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო მცირე ზომის საგამოფენო სივრცე. მოწესრიგდა მიმდებარე გზის სავალი ნაწილი და სადრენაჟე სისტემა, მოეწყო პარკინგი, დეკორატიული განათებები, მოპირკეთდა კედლები, დამონტაჟდა სკამები.

პროექტი 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა, რომლის ღირებულება მილიონ ორასი ათას ლარს შეადგენს.

დღის ამბები